ირანზე განხორციელებული დარტყმების დროს 48 ირანელი ლიდერი დაიღუპა - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რომ არა ოპერაცია "ეპიკური რისხვა", ირანს 2 კვირაში ბირთვული იარაღი ექნებოდა.

გამოცემა The Atlantic-თან სატელეფონო საუბრისას თეთრი სახლის ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ ახლა ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ, რაც მათ დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ.

"მათ სურთ საუბარი და მე დავთანხმდი, ამიტომ, მე მათ დაველაპარაკები. მათ ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. მათ უნდა გაეკეთებინათ ის, რაც ადრე ძალიან პრაქტიკული და ადვილი გასაკეთებელი იყო. ისინი ძალიან დიდხანს ელოდნენ", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ლიკვიდირებულია ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.