ფლორიდაში, დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციის ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევის დროს მოკლული შეიარაღებული პირის ვინაობა ცნობილია. New York Post-ის ცნობით, შეიარაღებული პირი, რომელიც საიდუმლო სამსახურის აგენტებმა მოკლეს 21 წლის მხატვარი, ოსტინ ტაკერ მარტინია.
მედია წერს, რომ დედას ახალგაზრდა კაცი დაკარგულად ჰყავდა გამოცხადებული. მამაკაცი ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ კამერონიდან იყო.
ახალგაზრდა მამაკაცი მარ-ა-ლაგოს რეზიდენციის ჩრდილოეთ ჭიშკართან კვირას, დილით ადრე შენიშნეს. მას ხელში ცეცხლსასროლი იარაღი და საწვავით სავსე ბალონი ეჭირა, რის გამოც საიდუმლო სამსახურის აგენტებმა ის გაანეიტრალეს.
მედიის ინფორმაციით, ოჯახმა ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ხელისუფლებას შაბათს აცნობა.
ცნობისთვის, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ინციდენტის დროს პრეზიდენტი ტრამპი არ იმყოფებოდა, ის ვაშინგტონში, თეთრ სახლში იყო.
