მესამე დღეა, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბურსას პროვინციაში ხანძარს ებრძვიან. ადგილზე მობილიზებულია ასობით მეხანძრე მაშველი და სპეციალური ტექნიკა. ცეცხლის ქრობის პროცესს რთული რელიეფი და ძლიერი სიცხე აფერხებს.

ტერიტორიიდან ევაკუირებულია 3 ათასზე მეტი მოქალაქე. თურქეთის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის 44-მდე აქტიური კერაა. ხანძარს ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა.