სტამბოლში,  შეიარაღებული პირების ჯგუფი ერდოღანის პარტიის ოფისს თავს დაესხა, - იუწყება 
თურქული მედია . მათივე ინფორმაციით,  თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა პარასკევს, 21 აპრილს  მოხდა. პოლიციის ცნობით, არავინ დაშავებულა.

 

შაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ რამდენიმე პარტიის შენობაზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ თქვა, რომ თურქეთის პოლიტიკურ ობიექტებზე თავდასხმების შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაიზარდა.

პოლიცია მომხდარს იძიებს.