აშშ-ში, Delta Air Lines-ის თვითმფრინავის ბორტზე ჩიტებმა შეაღწიეს, რის გამოც რეისი გადაიდო. თვითმფრინავი მინეაპოლისიდან, ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონში მიფრინავდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბორტზე, რომელშიც გარეულმა მტრედებმა შეაღწიეს, 119 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები სადაც ჩანს, რომ თვითმფრინავის მგზავრები ფრინველების დაჭერას ცდილობენ. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის რეისი გადაიდო, ბორტზე აეროპორტის თანამშრომლები ავიდნენ და ფრინველები დაიჭირეს.
კომპანიამ აღნიშნულთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და ეკიპაჟს განსაკუთრებული სიფრთხილისთვის მადლობა გადაუხადა.