აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მცირე ზომის თვითმფრინავი ხეს გამოედო, შემდეგ ავტომობილის სახურავს შეეჯახა და პარკში ჩამოვარდა, რის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
სამოქალაქო ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის ცნობით, პატარა, ერთძრავიან თვითმფრინავში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ავტომობილში მყოფი 5 ადამიანი, თვითმფრინავში მყოფებთან ერთად, კლინიკაში გადაიყვანეს.
მედიის ინფორმაციით, ავტომობილში ერთი ზრდასრული მამაკაცი და 4 ბავშვი იმყოფებოდა, მათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ.
FlightRadar24-ის მონაცემების თანახმად, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
სამოქალაქო ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციამ და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.