უკრაინაში ქალაქებსა და დასახლებებზე რუსეთის კომბინირებულ იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა.

დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმების შედეგად აფეთქებებია კრივი რიჰში, ოდესაში და კრამატორსკში.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 4 და დაშავდა 30 ადამიანი. გრძელდება სამაშველო და სამძებრო სამუშაოები.

საპასუხო დარტყმებს ახორციელებს უკრაინა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამხედრო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს და 10 უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრი დააზიანეს.