უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმების სიმძიმის გამო, სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის დარტყმების შედეგები ძალიან მძიმეა, რასაც კიდევ უფრო ართულებს ამინდის გაუარესება. სარემონტო ბრიგადები, ენერგეტიკული კომპანიები, მაშველები და კომუნალური სამსახურები - ახლა ყველა სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, რათა ქვეყნის მასშტაბით ელექტრომომარაგება აღადგინონ. აღსანიშნავია, რომ უშუქობა განსაკუთრებით ურთულებს ყოფას რეგიონებს, სადაც ტემპერატურა - 20 გრადუსამდეა.
