ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში, ძლიერმა შტორმმა წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა. დაიკეტა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტი — "დიდი ოკეანის გზა".
ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხელისუფლებამ საგანგებო გაფრთხილება გაავრცელა დიდი ოკეანის გზის მიმდებარე ქალაქებისთვის და მოსახლეობას გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
