ინგლისში, დევონში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ორი აუფეთქებელი ბომბის აღმოჩენის შემდეგ, ხელისუფლებამ მოქალაქეებს ევაკუაცია ურჩია.
dailymail-ის ინფორმაციით, ომის დროინდელი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენის შემდეგ, ექსმუთსა და პლიმუთში 2 000 სახლიდან დაახლოებით 5 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
მედიის ცნობით, ექსმუთის ნავსადგურში, წყალში აუფეთქებელი დიდი ბომბის აღმოჩენის შემდეგ უსაფრთხოების 400-მეტრიანი სივრცე მოეწყო.
რაც შეეხება პლიმუთს, გერმანული ბომბი სამშენებლო მოედანზე აღმოაჩინეს, რომლის წონა 50 კილოგრამს შეადგენს. ბომბის აღმოჩენის შემდეგ, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ბრიტანული მედია იუწყება, რომ ორივე რაიონში ბომბების განმუხტვის ჯგუფები მუშაობენ. პოლიცია კარდაკარ დადის და მოუწოდებს მაცხოვრებლებს, დაუყოვნებლივ დატოვონ სახლები.
