"ევროკავშირი, როდესაც აქციებიდან დროშას, ჩვენ 5-ჯვრიან ბაირაღს იყენებს იმისთვის, რომ ფეისბუქზე განათავსოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ხარს უჭერენ ქართველი ხალხის ბრძოლას" - ამის შესახებ პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა საუბრობს.
ლაშა ფარულავას კითხვა დაუსვეს საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლზე, რომელშიც აქციის კადრებიც არის გამოყენებული.
"ჩვენი საზოგადოება 400 დღეზე მეტია იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და სწორედ ევროკავშირის დროშით, საქართველოს დროშით, ჩვენი თანამოქალაქეები იდგნენ რუსთაველზე. ევროკავშირი, როდესაც აქციებიდან დროშას, ჩვენ 5-ჯვრიან ბაირაღს იყენებს იმისთვის, რომ ფეისბუქზე განათავსოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ხარს უჭერენ ქართველი ხალხის ბრძოლას," - აცხადებს ლაშა ფარულავა.
ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ დრომდე დუმს და არ აკეთებს განმარტებებს ვიდეორგოლზე, რომელიც საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით მოამზადა. რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს საქართველოს დროშა საპროტესტო აქციებზე, რაც, "ქართული ოცნების" შეფასებით, ძალადობრივი პროტესტის რომანტიზება და დაპირისპირების წახალისებაა.
