"2026 წელი იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი წელი სამართლიანობის თვალსაზრისით, იმ ქვეყნების სასარგებლოდ, რომელთა მიმართ ევროკავშირის მხრიდან იყო უსამართლო ზეწოლები," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

"2026 წელს მსოფლიო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხედავს, დაინახავს ევროკავშირის არასამართლიან, არასწორ მიდგომებს ქვეყნების მიმართ და, მათ შორის, საქართველოს მიმართ. 2025 წელს ძალიან ბევრმა სახელმწიფომ დაინახა, რომ ევროკავშირი უკვე პრაქტიკულად აღარ ასრულებს იმ ფუნქციას, რის გამოც ის შეიქმნა თავის დროზე. 2026 წელს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფრის აღსრულება დაიწყება," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.