აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას გიორგი გახარია, - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა ბრიუსელში ყოფნის დროს განაცხადა, რომ იბრძოლებს იქ, სადაც მისი ბრძოლა ყველაზე შედეგიანი იქნება, თუმცა გახარია ამბობს, რომ ყოფნა ყველაზე ეფექტური ბრიუსელშია.

"ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. აი, ასე "ოცნებას" ნამდვილად არ ჩავბარდები, ჩვენ ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ვიბრძოლოთ იქ, სადაც უფრო ეფექტურები ვართ.

თუ აქ ვარ ეფექტური, ვიბრძოლებ აქ, თუ იქ ვარ ვიბრძოლებ იქ, თუ ციხეში არ ეფექტური, ვიბრძოლებ ციხეში. ჯერჯერობით, ყველაზე ეფექტური ჩემი ყოფნა არის აქ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.