გადაწყვეტილება არგუმენტების გარეშე - მმართველი გუნდი დიდი ბრიტანეთის მხრიდან მედიაზე თავდასხმაზე საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მტკიცებულებების წარსადგენად დაიბარეს, თუმცა გარეტ უორდმა ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა.

"ქართული ოცნება" "იმედისა" და "პოსტტვის" წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას თავისუფალ მედიაზე თავდასხმად და ტელევიზიების შეზღუდვის მცდელობად აფასებს. განცხადებები კეთდება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებშიც.

პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ბრიტანეთმა ტელევიზიების დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო არა ვარაუდების და მოსაზრებების, არამედ მიიღო ფაქტების და სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით.

"მე, გულწრფელად გეუბნებით, მგონია, რომ ბრიტანეთმა ამ ორგანიზაციების დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოა არა ვარაუდების, არა მოსაზრებების, არამედ მიიღო ფაქტების და სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით. ამას ექნება განგძრობითი შედეგი და ხასიათი. შესაძლოა, სანქციები გაგრძელდეს არა მხოლოდ ბრიტანეთის მასშტაბით, არამედ უკვე ევროკავშირის მასშტაბით, ან აშშ-ის მასშტაბით", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.