"მე არსად არ მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება მგონი ყველამ უნდა დაივიწყოს",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წუთის წინ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

"მე არსად არ მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება მგონი ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ. მაგრამ, მე ყველგან ვივლი სადაც წასასვლელია, რადგან ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ კონსტიტუციას ამ ქვეყნისა, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე ჩემს ინაუგურაციაზე და ვიქნები ამ ფიცის ერთგული",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.