"ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, უზრუნველყოს პრეზიდენტ მადუროსა და მისი მეუღლის პირადი უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი", - ამის შესახებ ჩინეთის ელჩის მოადგილე გაეროში, სუნ ლეიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"ჩინეთი ღრმად შეძრწუნებულია და მკაცრად გმობს აშშ-ის ცალმხრივ, უკანონო და ძალადობრივ ქმედებებს. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, უზრუნველყოს პრეზიდენტ მადუროსა და მისი მეუღლის პირადი უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საბჭოს საერთაშორისო მშვიდობის დამყარების პასუხისმგებლობის შესრულებაში. ასევე, მხარს ვუჭერთ გაეროს გენერალური მდივნის, რეგიონის ქვეყნებისა და ორგანიზაციების ძალისხმევას, რომლებიც ხელს უწყობენ დიალოგს სიტუაციის დეესკალაციისთვის." - აცხადებს ჩინეთის ელჩის მოადგილე გაეროში, სუნ ლეი.

ცნობისთვის, ნიკოლას მადუროს ნიუ იორკის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო პროცესი მარტში გაიმართება. ვენესუელის პრეზიდენტი სასამართლოში, ცოლთან ერთად, ბრუკლინის ციხიდან ვერტმფრენით გადაიყვანეს. შტატები მათ ნარკოტრეფიკინგსა და ისეთი იარაღის შენახვას ედავება, რასაც შეიძლება შტატებისთვის საფრთხე შეექმნა.