"ევროპას აქვს თავისი წესები, თუ ამ წესებს შენ არღვევ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროპული სიკეთეებით ვერ ისარგებლებ. შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ რაიმე პერსპექტივაზე. სამწუხაროდ, მოსალოდნელია შეზღუდვები და შესაბამისი ღონისძიებები, რისი არიდებაც ჩვენ გვსურდა," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვას არ აპირებს.

"ხელისუფლება არ აპირებს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას, არ აპირებს არაფერს, რაც გახდება ურთიერთობის გადატვირთვის საფუძველი," - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.