დაძაბულობაა ახლო აღმოსავლეთში - ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკური აქტივობა კიდევ უფრო მწვავდება. შეერთებული შტატების სამხედრო გემებმა ირანისკენ კურსი უკვე აიღეს. ტრამპი იმედოვნებს, რომ ვითარების რადიკალიზაცია არ მოხდება და ამერიკელ სამხედროებს პირდაპირი დარტყმების განხორციელება არ მოუწევთ.

"ყველა ვარიანტი მაგიდაზეა", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, რომელმაც დაადასტურა, რომ ისევ განიხილება შესაძლო სამხედრო ინტერვენცია, დემონსტრანტების დაცვის მოტივით.

"ირანის მიმართულებით, ჩვენი დიდი ფლოტი მიემართება. დიდი ყურადღებით ვაკვირდებით, რა მოხდება. 837 ადამიანი ხუთშაბათს უნდა ჩამოეხრჩოთ, მე ვუთხარი, თუ ამას გააკეთებდნენ, ძლიერად დავარტყამდით. რაც თქვენს ბირთვულ ობიექტებს დავმართეთ, ამასთან შედარებით, ბავშვურ თამაშად მოგეჩვენებათ - მეთქი. ამის გამო, ეს საშინელება აღსრულებამდე ერთი საათით ადრე შეაჩერეს. კი არ გადადეს, არამედ გააუქმეს. ეს კარგი ნიშანია. თუმცა, ჩვენ გვყავს არმადა, გვყავს მასიური, ძალიან მასიური ფლოტი, რომელიც უკვე დაიძრა. შესაძლოა, მისი გამოყენება არ დაგვჭირდეს, ვნახოთ", - აღნიშნა ტრამპმა.