თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

"ქვეყანაში არსებობს კანონი, რომელსაც, კეთილი უნდა ინებოს, და ყველამ პატივი უნდა სცეს", - აცხადებს კახა კალაძე.

სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია დააკავეს. კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერს კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავებიან. ხოშტარია ვერაზე, სახლთან დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით გუშინ დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.