ეს არის გამიზნული გეგმა, განცხადებების დამახინჯება რათა საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეცდომაში შეიყვანონ, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და "TV პირველს" მამუკა მდინარაძის განცხადებების მიზანმიმართულ დამახინჯებაში ადანაშაულებს.
"მამუკა მდინარაძეს როდესაც დაუსვეს კითხვა, უპასუხა, რომ თუ არაღიარების პოლიტიკისკენ გადადგამს [ვენესუელა] ნაბიჯს, ამას მივესალმებითო. მადურო იქნება, თუ ნებისმიერი სხვა, ვინც აღიარა საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, თუ ამას უკან წაიღებს, ჩვენი პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი და საჭიროა. ეს არის გამიზნული გეგმა, განცხადებების დამახინჯება რათა საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეცდომაში შეიყვანონ და კვლავ დაუბრუნდნენ იმ რევოლუციური პროცესების განვითარებას, რომელზეც არასდროს უთქვამთ უარი", - აღნიშნა ვოლსკიმ.
