საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრად, დავით სონღულაშვილი კი გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. 

 

XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. სადაც ახალი მინისტრთა კაბინეტი უნდა დამტკიცდეს

პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას პარლამენტის უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გახსნის.

 

ცესკო-ს მიერ გაცემული დროებითი მანდატების საფუძველზე განხორციელდება ახლად არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაციაში გატარება.

 

ახალარჩეული პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში პირველი საკითხი არის პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა.

 

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარესა და ვიცე-სპიკერებს, ასევე მოხდება კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.

 

ცესკო-ს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა.