"მიხეილ სააკაშვილმა დამსახურებულად მიიღო ის, რაც ეკუთვნოდა. ქართველმა ხალხმა უარყო ჯერ კიდევ 2012 წელს და ეს განაჩენიც მისი ჩადენილი ბოროტმოქმედებების ერთ-ერთი შესაბამისი სასჯელია" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს:

"მიხეილ სააკაშვილს კორუფციისთვის, 9 მილიონი ლარის ოდენობით თანხის პირადი მიზნით გამოყენებისთვის, ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

როდესაც გამაახალგაზრდავებელ და გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ეგზოტიკურ კურორტებზე დასვენებას, შენი შვილებისთვის თუ ნაცნობი ქალებისთვის სწავლისა და საჩუქრების ხარჯებს შენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის და დეოკუპაციისთვის გაწეულ დანახარჯებს უწოდებ, გარდა იმისა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, ასევე მიუთითებს, როგორი უტიფარი და ამორალური ხარ

მიხეილ სააკაშვილმა დამსახურებულად მიიღო ის, რაც ეკუთვნოდა. ქართველმა ხალხმა უარყო ჯერ კიდევ 2012 წელს და ეს განაჩენიც მისი ჩადენილი ბოროტმოქმედებების ერთ-ერთი შესაბამისი სასჯელია" - წერს ნინო წილოსანი.

სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. მას აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.