პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, საქმიანობის კერძო სექტორში გაგრძელებას გეგმავს.

"საჯარო პოლიტიკასა და პოლიტიკურ საქმიანობაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, ახალი წლის დადგომასთან ერთად, უკვე საჯაროდაც ვხურავ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპს და საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში ვგეგმავ", - წერს ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.