საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაური ნიუ-იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
სიტყვით გამოსვლამდე, პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.