საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას სოციალური ქსელით ეხმაურება.
"ევროპის პარლამენტმა, საქართველოს თაობაზე დღეს მიღებული რეზოლუციით, მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება – სააკაშვილისა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა.
ღირებულებითი აღრევა - სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ", - აცხადებს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც 2023 და 2024 წლებში ევროკომისიის ანგარიშებს ეხება.