უსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ განცხადება გააკეთა ამერიკის პრეზიდენტმა. ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ტრამპმა ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი პუტინისგან ბევრ სისულელეს ისმენენ.

ამერიკის პრეზიდენტი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხსაც გამოეხმაურა თქვა, რომ მან არ იცის, ვინ გასცა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის შეჩერების ბრძანება. მანვე დაადასტურა, რომ ვაშინგტონი უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღს უგზავნის.

მისივე თქმით, განიხილება რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციების დაწესება და შესაბამისი კანონპროექტის დამტკიცებას სენატისგან ელის.

უკრაინისთვის ამერიკის მხრიდან იარაღის მიწოდებას გამოეხმაურა კრემლიც. რუსეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერის თქმით, ეს ფაქტი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ხელს არ შეუწყობს.