კანადაში, მანიტობას პროვინციაში, მცირე ზომის თვითმფრინავების შეჯახების შედეგად ორი პილოტი-კურსანტი დაიღუპა. თვითმფრინავები ერთმანეთს ჰაერში შეეჯახნენ. 

მფრინავების მომზადების სკოლის, Harv"s Air-ის პრეზიდენტმა, ადამ პენერმა განაცხადა, რომ კურსანტები მცირე ზომის, Cessna-ს თვითმფრინავებით აფრენასა და დაშვებაში ვარჯიშობდნენ. მისი განმარტებით, ისინი სავარაუდოდ ერთდროულად დაშვებას ცდილობდნენ და პატარა ასაფრენ ზოლთან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით ერთმანეთს შეეჯახნენ.

მან დასძინა, რომ თვითმფრინავები რადიოებით იყო აღჭურვილი, მაგრამ, როგორც ჩანს, პილოტებმა ერთმანეთი ვერ დაინახეს.

პოლიციამ დეტალების გავრცელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნეს, რომ პილოტები ადგილზე დაიღუპნენ და თვითფმრინავში სხვა პირები არ იმყოფებოდნენ.