პარიზში, მარინ ლე პენის პარტიის ოფისში პოლიციამ რეიდი ჩაატარა. ინფორმაცია პარტიის თავმჯდომარემ გაავრცელა. ის დევნის ახალ კამპანიაზე საუბრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ეროვნული გაერთიანების" შტაბ-ბინაში, დაახლოებით, 20 ოფიცერი შევიდა, - მათ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები ეცვათ. მათთან ერთად იყო ორი გამომძიებელი და მოსამართლე.
ოფისიდან ამოღებულია ელექტრონული მიმოწერა და დოკუმენტაცია. პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია ჩხრეკის საფუძველი.