ინდოეთში, გუჯარათსი შტატში, ხიდის ჩამონგრევას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა. 

გუჯარათის ჯანდაცვის მინისტრმა, რუშიკეშ პატელმა განაცხადა, რომ გამბჰირას ხიდის ნაწილს ჩამონგრევის დროს ხიდზე რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება იმყოფებოდა, რომლებიც წყალში გადავარდნენ. მისი თქმით, მაშველებმა სულ მცირე ხუთი ადამიანი გადაარჩინეს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ხიდი დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია. აღსანიშნავია, რომ ხიდის ჩამონგრევამდე რეგიონში რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო და დიდი რაოდენობით ნალექი მოვიდა.

საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.