აშშ-ში, ამჯერად, ნიუ-მექსიკის შტატი დაიტბორა. მუსონური წვიმებით გამოწვეული მოულოდნელი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი ბავშვია.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სიერა ბლანკას მთიანი სოფელი რუიდოსო ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოირეცხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აღნიშნული სოფელი პოპულარული ტურისტული ადგილია.
ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე რიო-რუიდოზო კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლები ჩარეცხა.
მედიის ცნობით, სამაშველო ჯგუფებმა რუიდოსოს რაიონში წყალში სულ მცირე 85 სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს, მათ შორის, საკუთარ სახლებსა და მანქანებში ჩარჩენილი ადამიანები სამშვიდობოს გამოიყვანეს.