ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე, პროტესტი არ შეწყდება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა დასავლელ პარტნიორებთან, იმისათვის, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელ კონკრეტულ პირებს სანქციები დაუწესდეთ.

"კონსტიტუციის დასაცავად, წინააღმდეგობა მშვიდობიანი ფორმით გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ვმუშაობთ, იმისთვის, რომ სანქციები იყოს დაწესებული პერსონალურად, რისი მაგალითებიც უკვე არის ბალტიის სამი ქვეყნის მხრიდან, ისევე, როგორც უკრაინისა და კანადის. რა თქმა უნდა, საქართველოს გამარჯვებით უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, ხელახალი არჩევნების გზით," - განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ.