კასპის მუნიციპალიტეტში, 14 წლის მოზარდი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს ხელზე დაზიანება ბასრი საგნით თანატოლმა მიაყენა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.