ტრაგედია კახეთში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში 33 წლის კაცი დაიღუპა.

როგორც ირკვევა, 33 წლის მამაკაცი  მეგობართან ერთად, ფრინველზე სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მისსავე თანასოფლელს ტყვია გაუვარდა, რომელიც შიშნიაშვილს თავის არეში მოხვდა. ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

პოლიციამ ერთი პირი დააკავა, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

შსს- ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 116- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.