თელავის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში, ოჯახის წევრებმა ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს.

 

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

სოფელში ყვებიან, რომ გარდაცვლილმა ოჯახს წერილი დაუტოვა, სადაც წერს, რომ სიცოცხლე აქამდეც უნდა დაესრულებინა.

 

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის, 115- ე მუხლით დაიწყო.

 

რა გახდა 27 წლის ქალის გარდაცვალების რეალური მიზეზი, გამოძიება დაადგენს.

 

წყარო: heretifm.com