დღეს, მყინვარწვერზე, სენაკის დროშა პირველად აღიმართა.
თემო კუბეციამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანდასახულმა, გამორჩეულმა საჯარო მოხელემ, მოგზაურმა და მთამსვლელმა, რომელსაც არაერთხელ დაულაშქრავს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მწვერვალები, დღეს, მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 5054 მეტრ სიმაღლეზე, თავისი მშობლიური ქალაქის დროშა აფრიალა და ასე, განსაკუთრებულად გამოხატა
სიყვარული სენაკისადმი.
მადლობა, თემოს, ამ სიამაყის მომგვრელი დიდი ემოციისთვის!
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.