"ყველა ამ ქმედებისათვის, დაპირებულ სარჩელს აუცილებლად მიიღებ,-ამის შესახებ სააგენტო - "geo news-ის" დამფუძნებელი, ქეთი ხომერიკი ჟურნალისტ ელისო კილაძის მისამართით წერს.
როგორც ქეთევან ხომერიკის პოსტიდან ირკვევა, ,,ქრონიკა +ის" დამფუძნებელი, ელისო კილაძე ,,GEO NEWS-ის" მთავარ რედაქტორს, გიორგი კორძაძეს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის შემცვლელ შეტყობინებებს უგზავნის.
"ე.ი, როდესაც ჩვენ ელისო კილაძეს საღორიის ტყიდან გამოვარდნილს ვეძახით, მავანმა, შესაძლოა, ეს ემოციურ შეფასებად ან შეურაცხყოფის მცდელობად ჩათვალოს, არადა, ელისოს ეს პოსტი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ამით მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავთ, რადგან თავს ჟურნალისტს ეძახი და ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სახეს გიორგი კორძაძეს, რომელსაც ზურგს 30 წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება უმაგრებს არ იცნობ, ტყიდან გამოვარდნილი ხარ, აბა რა ხარ. დიახ, ,,GEO NEWS,, ამაყობს საკუთარი მთავარი რედაქტორით, რომელსაც ეს ,,გორსალა,, გარეული პირუტყვი, ღამის საათებში მესინჯერში აწიოკებს და ისე ხავის, თითქოს მიაჭირეს. ყველა ამ ქმედებისათვის, დაპირებულ სარჩელს აუცილებლად მიიღებ ,,ცნობილი მკვლელის", ირაკლი კერესელიძის შესრულებით და ის შენში ყველა ამბიციას მოკლავს. Geo News", -წერს "geo news-ის" დამფუძნებელი.