დამოუკიდებელი საინფორმაციო ანალიტიკური ინტერნეტგამოცემა - ,,GEO NEWS-ი” წერს, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი  უკრძალავს მათზე მოპოვებულ  საგამოძიებო მასალების გამოქვეყნებას.

გამოცემის ცნობით,  მათ საპასუხო პოზიციის მისაღებად,  არაერთხელ მიმართეს უნივერსიტეტის რექტორს,  თემურ ქორიძეს შედეგად კი,   სდასუ-ს მხრიდან უკანონო ზეწოლის წერილი მიიღეს.

,,GEO NEWS” სდასუ ( დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი ) ემუქრება და  უკრძალავს მის შესახებ საგამოძიებო მასალების გამოქვეყნებას, რომელზეც საპასუხო პოზიციის მისაღებად არაერთხელ მივმართეთ უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ თემურ ქორიძეს. შედეგად კი სდასუ-ს მხრიდან უკანონო ზეწოლის წერილი მივიღეთ, რითაც შესაბამისი მასალის გამოქვეყნების აკრძალვას ცდილობენ.

 

ჰოდა, მე, ქეთევან ხომერიკი, ბატონო გიორგი სართანიავ გიცხადებ, რომ არამარტო ის კონკრეტული მასალები გამოქვეყნდება, არამედ სრულად აგებ პასუხის იმ მუქარაზე, რაც ჩემი მედიის მიმართ განახორციელე. მით უფრო, მაშინ როდესაც ჩვენი კონფიდენციალური ძალოვანი წყაროს ინფორმაციით, უშუალოდ თქვენ, როგორც რექტორის შვილიშვილი და სდასუ-ს ,,იურისტი” უნივერსიტეტის შენობაში იყენებდით და ავრცელებდით იმ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, რომელთა დაკავშირებითაც შეკითხვები ჩვენს წერილში იყო",- წერს გამოცემა.