"გვინდა, საინფორმაციო მხარდაჭერა გამოვუცხადოთ",- ამის შესახებ "სამტრედიელების" ჯგუფი "ჩოხოსპორ" აკადემიაზე წერს.
აღსანიშნავია, რომ აკადემია სამტრედიაში ფუნქციონირებს და მას ამ დროისთვის, არაერთი წარმატება აქვს მიღწეული. აკადემიის ხელმძღვანელი გიორგი ჭოხონელიძეა.
"ჯგუფი- "სამტრედიელების" და "სამტრედიის ამბების ადმინისტრაციის" დიდი ყურადღება მიიპყრო ,,ჭოხოსპორ” აკადემიამ, რომელიც სამტრედიაში ფუნქციონირებს.
გუნდი, რომელსაც არავინ ასპონსორებს, დიდი წარმატებისკენ მიიწევს. მართალია, ეს ასეთ მოკლე დროში რთულია, თუმცა მათ შეძლეს.
გვინდა, საინფორმაციო მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ.
აკადემიის ხელმძღვანელი, მწვრთნელი გახლავთ გიორგი ჭოხონელიძე, მოტივირებული, პროფესიონალი, ხარისხზე ორიენტირებული და ადამიანობით სავსე.
ჩვენ გავეცანით მის სწავლების მეთოდს, დავაკვირდით სასწავლო პროცესს და გეტყვით, რომ ბავშვებს გარდა ფეხბურთისა, ასწავლის, ცხოვრების მნიშვნელოვან გაკვეთილებს, გამოწვევს, ბრძოლის უნარიანობას, დისციპლინას და მოტივაციას.
ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს მხარდაჭერას და ჩვენს ქალაქს სჭირდება ასეთი ახალგაზრდები.
Fc Choxospor Academ— Lasha Kotorashvili-თან ერთად",- ვკითხულობთ "სამტრედიელების" ჯგუშფი.