საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება, - ამის შესახებ მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა, მეუფე ილარიონმა განაცხადა.
მისივე თქმით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
"სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. საორგანიზაციო საკითხები შემდგომ სინოდზე კიდევ უნდა იყოს განხილული, საბოლოოდ იქნება შემდეგ კანდიდატების გამორჩევა. მართვა-გამგეობის დებულება არ შეიცვლება, რადგან ეს გაფართოებულმა კრებამ უნდა შეცვალოს, როდესაც ახალი პატრიარქი იქნება არჩეული", – განაცხადა მეუფე ილარიონმა.
