ისრაელი და შეერთებული შტატები განაგრძობენ ირანის განადგურებას, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, თელ-ავივში სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას.
"ამერიკელ მეგობრებთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ ირანში ტერორისტული რეჟიმის განადგურებას. ჩვენ ვანადგურებთ მეთაურებს, ვბომბავთ ხიდებს და ინფრასტრუქტურას“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
"ჩემსა და პრეზიდენტ [დონალდ] ტრამპს შორის სრული კოორდინაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებისა და შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მეშვეობით, ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას. ეს რეჟიმი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა - ისრაელი კი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - დასძინა ნეთანიაჰუმ.
