საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მომავალ სინოდს სხდომაზე, როდესაც სამი კანდიდატი გამოირჩევა, განისაზღვრება ასაკის საკითხიც - დარჩება არაუმეტეს 70 წლის ასაკის მოთხოვნა ძალაში თუ შეიცვლება.
რაც შეეხება განათლების საკითხს, როგორც ჯაღმაიძე განმართავს, მინიმალურ მოთხოვნად სასულიერო სემინარია რჩება.
"განათლების თემასთან დაკავშირებით, რაიმე განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა, მინიმუმ, სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად.
რაც შეეხება ასაკს, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა, არ გამოიკვეთა, როგორ იქნება ინტერპრეტირებული ის ჩანაწერი, რაც არაუმეტეს 70 წლისა არის აღნიშნული. შემდგომ სინოდის სხდომაზე, როდესაც სამი კანდიდატი იქნება გამორჩეული, მაგ დროს იქნება ამის შესახებაც მსჯელობა და განისაზღვრება.
შემდგომ სინოდის სხდომაზე, სამი კანდიდატის გამორჩევისას, იქნება კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკა", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
