ირანში, ავიადარტყმის შედეგად, ქვეყნის საკვანძო ხიდის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმას, რომელშიც ირანი, აშშ-ს და ისრაელს ადანაშაულებს, რვა ადამიანი ემსხვერპლა და 95 დაშავდა.

Fars News Agency-ის ცნობით, შემთხვევის დროს, ადგილობრივი მოსახლეობა ბუნების დღის აღსანიშნავად იკრიბებოდა, რაც სპარსული ახალი წლის დასასრულს აღნიშნავს.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დარტყმის ამსახველი ფოტო და განაცხადა, რომ "კიდევ ბევრი რამ გველოდება წინ".

CNN-ის კითხვის საპასუხოდ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა B1 ხიდზე იერიში მიიტანეს, რითაც ირანს ბალისტიკური რაკეტებისა და თავდასხმის დრონების სამხედრო მიწოდების დაგეგმილი მარშრუტი გადაუჭრეს.

ირანმა დაგმო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დამიზნება, ხოლო ხიდის მშენებლობაში ჩართული სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მას "აბსოლუტურად არანაირი სამხედრო დანიშნულება" არ ჰქონია.