ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები  ჰორმუზის სრუტის გასახსნელად სამხედრო ძალის გამოყენებას ეწინააღმდეგებიან და ამის ნაცვლად, დიპლომატიურ ზომებს ემხრობიან.

"ჩვენ რეალისტურად უნდა შევაფასოთ ომის დროს სამხედრო ჩარევის შესაძლებლობები", - განაცხადა ესპენ ბართ ეიდემ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ვირტუალურ ბრიფინგში 40-ზე მეტ დიპლომატთან ერთად, სადაც სრუტის დახურვის ეკონომიკური შედეგები განიხილეს.

"ეს კოალიცია... დიპლომატიურად იმოქმედებს ირანზე ზეწოლის განსახორციელებლად", - განაცხადა CNN-თან ინტერვიუში.

მედიის ინფორმაციით, მისი კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას ემთხვევა, რომელიც ირანთან მოლაპარაკებებს უჭერს მხარს და ვაჭრობის აღსადგენად სამხედრო ჩარევას "არარეალისტურს" უწოდებს.