ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესში იგი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მოსაყდრის, მეუფე შიოს კანდიდატურას უჭერს მხარს.

როგორც მეუფე სტეფანემ აღნიშნა, იგი უწმინდესის მიერ გამორჩეულ ადამიანს ენდობა.

"მე თავიდანვე ვამბობ, რომ მე უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. მე ვფიქრობ ასე, რომ უნდა მივცე ხმა მეუფე შიოს. ეს არის ჩემი პოზიცია, არ მჭირდება არავისთან ინტერვიუ", - აღნიშნავს მეუფე სტეფანე.