ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გაერთიანება სუვერენული სახელმწიფოს საკანონმდებლო პროცესში ერევა.

მათივე თქმით, ევროკავშირი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.

"ისრაელი, როგორც სუვერენული სახელმწიფო, საკუთარ კანონებს იღებს. წარმოუდგენელია, მაგრამ ევროკავშირი სუვერენული სახელმწიფოს საკანონმდებლო პროცესში ერევა.

ევროკავშირის ორმაგი სტანდარტები: როგორც ყოველთვის, ევროკავშირი აკვიატებულად გამოყოფს ისრაელს – ჩვენ არ გვინახავს მსგავსი განცხადებები სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ინდოეთში, ეგვიპტეში ან სხვა ქვეყნებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ევროკავშირმა ისრაელს მოუწოდა, სიკვდილით დასჯის შესახებ კანონპროექტი არ მიიღოს.