ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ დღეს დილით, უკან გააბრუნეს სამი გემი, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გავლას ცდილობდნენ.
"სხვადასხვა ქვეყნის სამმა კონტეინერმზიდმა სცადა ავტორიზებული გემებისთვის განკუთვნილი კორიდორის გავლა. IRGC-ის საზღვაო ძალების გაფრთხილების შემდეგ, ისინი უკან გაბრუნდნენ", - ნათქვამია IRGC-ის პრესსამსახურის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "ჰორმუზის სრუტე დაკეტილია და მისი გავლის ნებისმიერ მცდელობას მკაცრი რეაგირება მოჰყვება".
"აკრძალულია ნებისმიერი გემის გადაადგილება შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოკავშირეებისა და მხარდამჭერების კუთვნილ პორტებში, ნებისმიერი მიმართულებით და დერეფნის გასწვრივ", - ნათქვამია დოკუმენტში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, ორი დღის წინ სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ ირანმი ამ დრომდე აკმაყოფილებს ტრანზიტის მოთხოვნებს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, პაკისტანი, ერაყი და ინდოეთი. მან თქვა, რომ ირანის თვალსაზრისით, სრუტე "სრულად დაკეტილი არ არის, მაგრამ დახურულია მტრებისთვის".
