საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამტრედიის მეოთხე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და მას შპს ,, პრაიმ ბეტონი " ახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობს პროცესს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან თინათინ ხარძიანთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან და მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორთან ნუგზარ კუციასთამ ერთად გაეცნო და სამუშაოთა მწარმოებლებს გაესაუბრა.
,,სამტრედიაში მასშტაბური პროექტი ხორციელდება, შენდება მეოთხე საჯარო სკოლის ახალი შენობა, პარალელურად მიმდინარეობს N 10 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, რაც შეეხება დასრულებულ პროექტებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, მათ შორის ქალაქის N 1 და N 12 საჯარო სკოლები, სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლა და ილორის დასახლებაში მდებარე N 2 საჯარო სკოლასთან შერწმული საგანამანათლებლო დაწესებულება",- განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ.
პროექტით გათვალისწინებულია საკლასო ოთახების, ფოიეს, ბიბლიოთეკის, სველი წერტილის, განათების, ხელოვნური სტადიონისა და სპორტული დარბაზის მოწყობა.
ამასთან, სკოლა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება.