სამტრედიაში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე,  კაპიტალური გზა ეწყობა მეორე ნიგორზღვაში.  აღნიშნული გზა შიდასასოფლო მნიშვნელობისაა და ამასთანავე, ის წმინდა გიორგის ტაძართან მისასვლელ გზას წარმოადგენს.

აღნიშნული  სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა,  დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და საჯავახოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, დავით ქორიძესთან ერთად დაათვალიერა.

,, მიუხედავად საახალწლო დღეებისა,  ჩვენს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.   ამ პერიოდისთვის,  გზა იგება სოფელ მეორე ნიგორზღვაში .პროექტის განხორციელება მაღალმთიანი ზონაში მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების პირობებს გააუმჯობესებს .საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით,  მსგავსი სამუშაოები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით,  მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება",- აცხადებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე.

მოსახლეობის თქმით,  სოფელში  გზის პრობლემა წლების განმავლობაში იყო და მერმა მათთვის მიცემული  პირობა პირნათლად შეასრულა და კმაყოფილები არიან.

" ჩვენი  მერის დაპირება იყო, რომ სოფელში  გაკეთდებოდა გზა და  კი ხედავთ, ბატონი დავითი ჩვენთვის მოცემულ პირობას პირნათლად ასრულებს. მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას.  მოგეხსენებათ, ეს გზა წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა, ჭირდა გადაადგილება და მოხარულები ვართ, რომ ეს პრობლემა გადაიჭრა",- ამბობენ  ადგილობრივები.