ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე: უცხოური მედიის წარმომადგენლები არიან დაქირავებულები ბაჩიაშვილის/მისი ოჯახის მიერ, მოქმედებენ მერკანტილური ინტერესით, ცდილობენ მოახდინონ დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია
1757947744
ზემოაღნიშნულის პირდაპირი
დასტურია ბატონი Daniel Boffey-ის
ბოლო კომუნიკაციის
მცდელობა ჩემთან. კერძოდ, 2025
წლის 12 სექტემბერს, სამუშაო
დღის ბოლოს ელექტრონულ
ფოსტაზე მივიღე Daniel Boffey-ის
წერილი (წერილი ელ. ფოსტაზე
გამოიგზავნა 17 საათზე, ხოლო
მე პირადად გავეცანი მას
მოგვიანებით), რომელშიც იყო
მოცემული რამდენიმე
აბსტრაქტული შინაარსის,
უსაფუძვლო ბრალდება
(მაგალითად - ბატონი
ბაჩიაშვილი ბატონი
ივანიშვილის პირადი
პატიმარია, ბატონ
ივანიშვილს აკლია
თანაგრძნობა და შესაძლოა
ბოროტი იყოს და მსგავსი
აბსურდული მოსაზრებები),
რომელიც გაჟღერდა
ბაჩიაშვილის დედის
მიერ.ამასთან, ბატონმა
Boffey-იმ ჩემი მხრიდან
კომენტარის გაკეთების
სურვილის არსებობის
შემთხვევაში, კატეგორიული
ფორმით მოითხოვა
აღნიშნულის განხორციელება
იმავე დღის საღამოს ექვს
საათამდე ბრიტანული დროით.
ამავდროულად, ამ უსაფუძვლო,
დაუსაბუთებელი
ბრალდებების პრესაში
გაჟღერების აუცილებლობა
დაასაბუთა იმით, რომ აშშ-ის
სახელმწიფო დეპარტამენტმა
დეკემბერში მიიღო
გადაწყვეტილება, დააწესოს
სანქციები ბატონი ბიძინა
ივანიშვილის მიმართ
თითქოს საქართველოში
დემოკრატიული
ინსტიტუტების ძირის
გამოთხრის, ადამიანის
უფლებების დარღვევის
ხელშეწყობისა და
ფუნდამენტური
თავისუფლებების შეზღუდვის
გამო.ბრიტანელი
ჟურნალისტის ე.წ. კითხვები
ჩამოყალიბებულია "დედის
ბრალდებების" სახით,
მოკლებულია ყოველგვარ
კონკრეტიკასა და
საფუძველს. აშკარაა, რომ
მიზანი ჟურნალისტისა არის
არა საქმის შესახებ
რეალური ვითარების
გარკვევა (მით უფრო იმის
გათვალისწინებით, რომ
საზოგადოებისათვის
საჯაროდ არაერთხელ
მოვახდინეთ საქმის
ირგვლივ არსებითი
განმარტებები და არც
ერთხელ აღნიშნულზე არ
უპასუხიათ არც ბაჩიაშვილს
და არც მის ადვოკატებს),
არამედ უარყოფითი
შინაარსით ფორმულირებული
ინფორმაციის გავრცელება
მედიასივრცეში.ამასვე
ადასტურებს წერილის
გამოგზავნის დრო და მასზე
რეაგირებისათვის
განსაზღვრული პერიოდი.
როგორც აღვნიშნე, წერილი
გამოიგზავნა პარასკევს (2025
წლის 12 სექტემბერი) სამუშაო
დღის დასასრულს და მასში
კატეგორიული ფორმით
განსაზღვრული იყო მხოლოდ 3
საათი რეაგირებისათვის.
ცხადია, რომ ჟურნალისტმა
ამით ფორმალურად შეასრულა
მისი ეთიკური ვალდებულება
"მეორე მხარის"
ინფორმირებისა. თუმცა,
რეალურად, არც კი მისცა
დაზარალებულ მხარეს
რეაგირებისთვის დრო
(როგორც იკვეთება, არც
აინტერესებდა პასუხები) და
დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა
შეკვეთილი
სტატია.აღსანიშნავია ისიც,
რომ ჩვენი პირველი
კომუნიკაციის შემდგომ
ბატონ Daniel Boffey-ისთან, რა
დროსაც მან ასევე
უაპელაციოდ განმისაზღვრა
პასუხებისთვის დროის
ჩარჩო, შემდგომ გადააცილა
სტატიის გამოქვეყნების
ჩემთან გაჟღერებულ
ყველანაირ ვადას და
ამავდროულად ჩემი
პასუხები ასახა
მაქსიმალურად ზოგადი,
"უღიმღამო" ფორმითა და
შინაარსით (ხოლო ზოგიერთ
შემთხვევაში საერთოდ არ
ასახა), ნათლად ავუხსენი
მას, რომ მისი
არაკეთილსინდისიერი
ქმედებები მიუღებელი იყო
ჩემთვის და ვწყვეტდი
მასთან კომუნიკაციას. ეს
ბუნებრივიც იყო, რადგან
ცალსახად გამოიკვეთა, რომ
მისი სურვილი იყო არა ჩემი
დასაბუთებული პასუხების
მიღება და მისი
მკითხველისთვის გაცნობა,
არამედ დაზარალებული
მხარის პოზიციების გაგება
და გამოსაქვეყნებელი
სტატიების
დამკვეთებისთვის მისაღები
ფორმით მომზადება, რასაც
მხოლოდ ერთი მიზანი
გააჩნდა - მაქსიმალურად
უარყოფით კონტექსტში
წარმოეჩინათ ბატონი
ბიძინა ივანიშვილი.აქვე
მოკლედ შევეხები Daniel Boffey-ის
მიერ მის ბოლო ელექტრონულ
წერილში ბიძინა
ივანიშვილის
სანქცირებასთან
დაკავშირებით მტკიცებით
ფორმაში ასახულ მსჯელობას,
თითქოს იგი დაასანქცირეს
საქართველოში
დემოკრატიული
ინსტიტუტების ძირის
გამოთხრის, ადამიანის
უფლებების დარღვევის
ხელშეწყობისა და
ფუნდამენტური
თავისუფლებების შეზღუდვის
გამო. აღნიშნული ცრუ
მსჯელობა ასახულ იქნა
კიდეც მის მიერ
სტატიაში.ბატონი ბიძინა
ივანიშვილის მიმართ
მართლაც ჰქონდა ადგილი
დაუსაბუთებელი სანქციის
გამოყენებას ამერიკის
შეერთებული შტატების
წარმავალი ადმინისტრაციის
მხრიდან. თუმცა, ეს
დაუსაბუთებელი სანქცია
შემოიფარგლა მხოლოდ
"რუსეთთან საეჭვო
კავშირებზე" მითითებით
(ვიმეორებ დაუსაბუთებლად,
ყოველგვარი კონკრეტიკისა
და ფაქტებზე მითითების
გარეშე), მაშინ როცა ბატონი
Daniel Boffey-ი, ზოგიერთი
არასამთავრობო
ორგანიზაციის სტილში,
გვთავაზობს "ბრალდებების"
მთელ სერიას, რაც თურმე
ეხება დემოკრატიის
უკუსვლას და ადამიანის
უფლებების დარღვევას.
ვფიქრობთ, აღნიშნული
პირდაპირ მიუთითებს მის
არაკეთილსინდისიერებაზე
და კონკრეტული დაკვეთის
შესრულებაზე.რაც შეეხება
ბატონ Philip Shishkin-ს, მის ყველა
ძირითად შეკითხვას 18
აგვისტოს ვუპასუხე
(დამატებით შეკითხვას
ვუპასუხე 21 აგვისტოს),
ვინაიდან Daniel Boffey-ის მსგავსად
მანაც შემზღუდა დროში იმ
მოტივით, რომ სტატია
მაქსიმუმ აგვისტოს ბოლოს
უნდა
გამოქვეყნებულიყო.დღეს კი,
როდესაც მიილია
სექტემბრის თვის ნახევარი,
სტატია კვლავაც არ არის
გამოქვეყნებული და ჩემს
მიერ გაცემული პასუხები
ასახული. შესაბამისად,
გვაქვს იგივე მოცემულობა,
რაც პირველ შემთხვევასთან
დაკავშირებით იქნა
აღწერილი ჩემს მიერ -
სამწუხაროდ, მართული
მედიის მიერ დამკვეთების
დავალებების შესრულება და
ობიექტურად არსებული
სურათის სრული
უგულებელყოფა", - წერს
თეიმურაზ წიქვაძე.