სენაკში, არსენას ქუჩაზე, 60 წლამდე ასაკის ქალს ავტომობილი დაეჯახა.
"საშინელებააა..შეჯახება იმდენად ძლიერი ყოფილა, ქალი ჰაერში აუგდია. საბედნიეროდ, გონზე იყო",-განუცხადა სააგენტოს წყარომ.
დაშავებული ამ დროისთვის, კლინიკა “არქიმედეშია” გადაყვანილი.
მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამ წუთებში, პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.